საქართველოში სამართლიანი ხელფასის დადგენის სოციალურ-ეკონომიკური საფუძვლების ანალიზი
Autor: | Badri Ramishvili, Natalia Kharadze, Dea Pirtskhalaishvili |
---|---|
Rok vydání: | 2022 |
Zdroj: | ინოვაციური ეკონომიკა და მართვა. 9:57-67 |
ISSN: | 2449-2604 2449-2418 |
DOI: | 10.46361/2449-2604.9.2.2022.57-67 |
Popis: | ბადრი რამიშვილი ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო Email: badri.ramishvili@tsu.ge https://orcid.org/0000-0002-4446-8882 ნატალია ხარაძე ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო Email: natalia.kharadze@tsu.ge https://orcid.org/0000-0002-5800-0957 დეა ფირცხალაიშვილი ასისტენტ პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო Email: Dea.pirtskhalaishvili@tsu.ge https://orcid.org/0000-0002-8667-414X მოკლე აღწერა აბსტრაქტი. სამართლიანი ხელფასის განსაზღვრის პრობლემა, ის ეკონომიკურ-სოციალური საკითხია, რაც ალბათ ყველაზე მეტად აღელვებს კაცობრიობას უკანსაკნელი სამი საუკუნის განმავლობაში ანუ სამრეწველო რევოლუციის დასაწყისიდან, როდესაც დაქირავებულის შრომა ფასეულობის შექმნის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორად მოგვევლინა. თუ რის საფუძველზე უნდა განისაზღვროს შრომის ანაზღაურება, ამ კითხვაზე სხვადასხვა იდეოლოგია განსხვავებულ პასუხს იძლეოდა ოდითგანვე და ხშირად ეს იყო მთავარი ტრიგერი რევოლუციური მოვლენებისა, რაც არაერთხელ მომხდარა მსოფლიოს ისტორიაში. საკითხი უაღრესად მნიშვნელოლვანი და მრავალწახნაგოვანია, ამიტომ მასზე მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელი პასუხის გასაცემად საჭიროა ეკონომისტების, ფსიქოლოგების, სოციოლოგების, ისტორიკოსების, კულტუროლოგების, მენეჯმენტისა და ბევრი სხვა სპეციალისტის კომპლექსური მუშაობა. წინამდებარე სტატიაში ჩვენ შევეცდებით ეკონომიკურ-სოციალური ასპექტით გავაანალიზოთ აღნიშნული პრობლემა და საქართველოს მაგალითზე გავაშუქოთ ძირთადი ტენდენციები. |
Databáze: | OpenAIRE |
Externí odkaz: |