Medical Education in Georgia: Challenges and Policy Outcomes

Autor: Tengiz Verulava, Avtandil Jorbenadze
Rok vydání: 2022
Zdroj: Economics and Business. 14
ISSN: 2587-5426
1987-5789
DOI: 10.56079/20222/3
Popis: სტატიაში განხილულია, საქართველოში ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეორიენტაციის შედეგად, თანამედროვე პრინციპებზე აგებული სამედიცინო განათლების ახალი სისტემის პრობლემები. თუ გავითვალისწინებთ, რომ არსებობს პირდაპირი კორელაცია პაციენტის უსაფრთხოებას, სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და უწყვეტ სამედიცინო განათლებას შორის, საჭიროა უწყვეტი სამედიცინო განათლების სავალდებულოობის უზრუნველყოფა.ადამიანკაპიტალის, როგორც პროფესიონალის ფორმირებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია ადეკვატური ინვესტიციები ჩაიდოს, როგორც განათლებაში, ასევე ჯანმრთელობაში, რაც შესაძლებელს გახდის, შეიქმნას ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო განათლების სისტემის შემდგომი რეფორმირების პირობები, რათა მოხდეს ჯანდაცვის სექტორში, ექიმების ახალი ნაკადის დაბალანსება და ექთნების როლის ამაღლება. სტატიაში გამოყენებულია მეთოდოლოგია,საქართველოში სამედიცინო განათლების სისტემაში განხორციელებული ცვლილებების შესასწავლად ჩატარდა შესაბამისი ლიტერატურის მიმოხილვა, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე. ძირითადი სიტყვების "საქართველო“, „სამედიცინო განათლება“ და „რეფორმა" მეშვეობით ძიება განხორციელდა PubMed-ზე, Web of Science და Google-ის გამოყენებით. ანალიზი ემყარება მეორადი წყაროების მიმოხილვას, რისთვისაც მონაცემები შეგროვდა ჯანდაცვის სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორი სააგენტოების ვებ–გვერდებიდან, მათ შორის ჯანდაცვისმსოფლიო ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის, ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია (OECD), UNICEF-ისა და ჯანმრთელობის სისტემების ევროპული ობსერვატორიის ჩათვლით. შესწავლილ იქნა რეფორმის ოფიციალური დოკუმენტები, ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშები და მოიცავდა 1990-2021 წლების პერიოდს, რამაც, საშუალება მოგვცა შეგვემუშავებინასამედიცინო განათლების რეფორმის კონცეფცია. საკვანძო სიტყვები:საქართველო, ჯანდაცვა, მედიცინა, რეფორმა, კონცეფცია, სამედიცინო განათლება.
Databáze: OpenAIRE