დისტანციური მუშაობის თავისებურებები თანამშრომელთა სამუშაო პოზიციების ჭრილში

Autor: Eka Maghlaperidze, Davit Dugladze
Rok vydání: 2022
Zdroj: ინოვაციური ეკონომიკა და მართვა. 9:15-24
ISSN: 2449-2604
2449-2418
Popis: ეკა მაღლაფერიძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ქუთაისი, საქართველო Email: emaghlaperidze@gmail.com https://orcid.org/0000-0002-2126-4369 დავით დუგლაძე საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო Email: dugladzedavit@gmail.com https://orcid.org/0000-0001-6738-5409 მოკლე აღწერა თანამედროვე მსოფლიოში დისტანციური მუ­შა­ობა, რომელსაც ტელეკომუტინგსაც უწოდებენ, საკ­მაოდ გავ­რცელებული პრაქტიკაა, უკანასკნელი წლების გან­მავ­ლო­ბაში კი მუშაობის აღნიშნული ფორმის დანერგ­ვის მაჩვენებელი ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. კომუ­ნი­კა­ციისა და ტექნოლოგიების სფეროში რევოლუციამ საზოგა­დოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტზე იქონია გავლენა. ინტერნეტი ახალი ეკონომიკის საფუძველი გახ­და, რომე­ლიც გლობალიზაციისა და ინფორმაციული ტექ­ნოლო­გიე­ბის განვითარების ხელშემწყობი უმნიშვნე­ლო­ვანესი ფაქ­ტორი აღმოჩნდა. თუმცა, დისტანციური მუშაობა განსა­კუთ­რებით აქტუალური კოვიდ-19-ის პანდემიის პე­რიოდში გახდა, როდესაც კომპანიების აბსოლუტური უმ­რავლესობა იძუ­ლებული გახდა თანამშრომლები დისტან­ციუ­რი მუშაო­ბის რეჟიმზე გადაეყვანა. დისტანციური მუშაობა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია, ვინაიდან გლობალურმა პანდემიამ კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დააყენა: დისტანციური მუშაობა საქმიანობის გაგრ­ძელების ერთადერთი და შეუცვლელი წინაპირობა გახდა. თანამედროვე ციფრული სამყაროს გავლენით სამუშაო ადგილის კლასიკური მნიშვნელობა შეიცვალა და დღეს, ისე როგორც არასდროს, დისტანციური მუშაობა წარმოადგენს დასაქმების ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და პოპულარულ შრომითი შეთანხმების ფორმას. დღეს ადამიანთა შრო­მი­თი მოტივაციის უმთავრეს ფაქტორს მხოლოდ ხელფასი აღარ წარმოადგენს, მათთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ემოციური კეთილდღეობა, მოქნილი სამუშაო გრაფიკი და აღქმული ავტონომიის შეგრძნება. კონკურენტული გამოწ­ვე­ვების პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანი ხდება თა­ნამშრომლების მოტივაცია, რადგან მის გარეშე რთულია ისეთი ერთგული თანამშრომლების მოზიდვა და შენარჩუ­ნება, რომლებიც მუდმივად ახალ შესაძლებლობებს არ ეძებენ შრომის ბაზარზე. აქედან გამომდინარე, საინტე­რესოდ მიგვაჩნია თანამშრომელთა დამოკიდებულებების შესწავლა დისტანციურ მუშაობასთან დაკავშირებით. მოცე­მული კვლევით ჩვენ გამოვავლინეთ დისტანციური მუშაო­ბის თავისებურებები, დავადგინეთ კავშირი სამუშაო პო­ზიციებსა (უმაღლესი დონის მენეჯერები, საშუალო დონის მენეჯერები და სპეციალისტები) და თანამშრომელთა სამ­სახურით კმაყოფილებას შორის. შევისწავლეთ ასევე თა­ნამშრომელთა თვითშეფასებაზე დაფუძნებული პროდუქ­ტიუ­ლობა, კარიერული წინსვლის შესაძლებლობები და სხვა საინტერესო საკითხები დასაქმებულთა სამუშაო პო­ზიციების ჭრილში. მოცემული კვლევის შედეგების გამო­ყე­ნება მრავალ კომპანიას დაეხმარება დისტანციური მუშაო­ბის ფორმატის წარმატებით დანერგვასა და დასახული მიზნების მიღწევაში.
Databáze: OpenAIRE