ტრადიციულ ღირებულებათა ახალ რეალობასთან ინტეგრაციის ზოგიერთი ასპექტი პოსტტოტალიტარულ ბათუმში

Autor: Lomtatidze, Tamila, Loria, Manuchar
Jazyk: gruzinština
Rok vydání: 2020
DOI: 10.48614/hos.3.2020.118-128
Popis: გლობალიზაციამ, ურბანიზაციის ტენდენციების ზრდამ, ყოფის სტანდარტიზაციამ, ტრადიციების რღვევამ გამოიწვია ეთნოკულტურული ელემენტების შეუქცევადი ცვლილებები. ისტორიული თავისებურებებიდან გამომდინარე, აჭარის მთის სოფელი საკმაოდ ჩაკეტილ, ნაკლებად ცვლად, ერთგვაროვნებაზე ორიენტირებულ სივრცეს წარმოადგენდა. პოსტტოტალიტარულ პერიოდში ეს დაბრკოლებები მოიხსნა. სოფლად შექმნილმა ეკონომიკურმა არასტაბილურობამ, ცხოვრების დონის დაცემამ გამოიწვია მიგრაციული პროცესების გააქტიურება. თანამედროვე პოლიტიკურმა, სოციალურ-ეკონომიკურმა და კულტურულ-რელიგიურმა პროცესებმა ცვლილებათა ეპიცენტრში მოაქცია ბათუმი, რომელიც ტრადიციულად წარმოადგენდა სხვადასხვა ეთნოკულტურათა და რელიგიურ კონფესიათა შეხვედრისა და ურთიერთგავლენის სარბიელს და ხასიათდება რელიგიურ რწმენათა და კულტურულ ფასეულობათა სიჭრელითა და სინთეზით. ბათუმის ეთნოკონფესიური სურათი კიდევ უფრო შეიცვალა პოსტსაბჭოთა პერიოდში, რაშიც, სხვა მოვლენებთან ერთად, დიდი როლი შეასრულა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აჭარაში გააქტიურებულმა შიგამიგრაციულმა პროცესებმა. სტატიაში გაანალიზებულია მიგრირებული მოსახლეობის ახალ სოციო-კულტურულ გარემოში ინტეგრაციის პრობლემები და ადაპტაციის სტრატეგიები.
აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე, Vol. 3 (2020): Herald of Oriental Studies
Databáze: OpenAIRE