კადრების შერჩვის პროცესში კომპეტენციების განსაზღვის მნიშვნელობა
Autor: | Davit Dugladze, Nino Paresashvili, Maia Giorgobiani |
---|---|
Rok vydání: | 2021 |
Zdroj: | ინოვაციური ეკონომიკა და მართვა. 8:37-45 |
ISSN: | 2449-2604 2449-2418 |
Popis: | მაია გიორგობიანი ეკონომიკის დოქტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცორებული პროფესორი E-mail: maia.giorgobiani@tsu.ge http://orcid.org/0000-0001-9328-7239 ნინო ფარესაშვილი ეკონომიკის დოქტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცორებული პროფესორი E-mail: paresashvili@tsu.ge http://orcid.org/0000-0001-6738-5409 დავით დუგლაძე ეკონომიკის დოქტორი საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი E-mail: dugladzedavit@gmail.com http://orcid.org/0000-0003-0722-0092 მოკლე აღწერა პერსონალის შერჩევის თანამედროვე მეთოდები დაკავშირებულია ტალანტების მართვის სისტემის განვითარებასთან. ორგანიზაციაში ამ სისტემის დანერგვა ხელს უწყობს ორგანიზაციული კლიმატის გაუმჯობესებას და სასურველი სამუშაო გარემოს შექმნას. Lance A. Berger- ის მიერ შემოთავაზებული ტალანტების მართვის სისტემა ოთხი ეტაპისგან შედგება. ეს ეტაპებია: შეფასების სისტემის შემუშავება, სასწავლო სისტემის შემუშავება, შეფასების სისტემა და სამოქმედო ანგარიშის მომზადება. ჩვენს მიერ წარმოდგენილი ნამუშევარი ფოკუსირებულია პერსონალის შეფასების სისტემის შემუშავებაზე. აქ მნიშვნელოვანია კომპეტენციების იდენტიფიცირება, შესრულების შეფასების გამჭვირვალე სისტემის დანერგვა, ტალანტების პოტენციალის პროგნოზირება და მენეჯმენტის თითოეული წრის ინდივიდუალური შეფასების შექმნა. კომპეტენციების განსაზღვრა აქტუალურია ყველა სფეროში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების სისტემაში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური და ბიზნესის ფაკულტეტის ადამიანური რესურსების მართვის ლაბორატორია მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე. ბოლოდროინდელი კვლევების საფუძველზე გაანალიზებულია მთელი რიგი საკითხების, რომლებიც განათლების სისტემაში სწორი კომპეტენციების ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება. ნაშრომი ძირითადად ემყარება ბოლოდროინდელ კვლევებს, რომელშიც მონაწილეობენ აკადემიური პერსონალი. კვლევის საფუძველზე შევიმუშავეთ ჰიპოთეზები. განისაზღვრა კომპეტენციების მნიშვნელობა, რომელთა გამოყენება და გათვალისწინება მოხდა კადების შერჩევის პროცესში. |
Databáze: | OpenAIRE |
Externí odkaz: |